2026-06-08 17:32:43
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გველის მიერ დაკბენილი პაციენტი შეიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, 34 წლის ქალს გველმა მარნეულში უკბინა. პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ კლინიკაში ნახევარი დღით გააჩერეს, შემდეგ კი გაწერეს.
როგორც კლინიკაში გვითხრეს, ქალისთვის შესაბამისი შრატი გაკეთება არ გამხდარა საჭირო.