მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

2026-06-07 00:15:38

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

"აჭარა თაიმსი" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს რომ, ახალგაზრდა მამაკაცის სადენებს ამონტაჟებდა, როდესაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწევია.