რუსთავში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

2026-06-06 18:58:31

რუსთავში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაცით, აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. "დამბების" ხიდიდან 50 წლამდე კაცი გადახტომას ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით მაშველებმა კაცი ჯებირიდან გადმოიყვანეს და მისი გადარჩენა მოახერხეს.