2026-06-05 14:51:41
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა ქალის და კაცის ცხედრები იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ოჯახი ვერ კავშირდებოდა, ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს კი გარდაცვლილები დახვდნენ.
"მთავარი" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკია.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.