2026-06-04 19:08:00
12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West ის კონცერტი გაიმართება.
70,000 ბილეთი უკვე სრულიად გაყიდულია.
Starring Georgia კონცერტზე დასასწრების წესებს აქვეყნებს.
"1. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ვალიდური ბილეთითა და QR კოდით შეიძლება. გაითვალისწინეთ, რომ QR კოდს შოუმდე 3 დღით ადრე მიიღებთ.
2. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს მესამე პირისგან შეძენილ ბილეთებზე.
3. შეამოწმე შენი ბილეთი წინასწარ და რიგებისგან თავის ასარიდებლად მოდი ზუსტად შენს შესასვლელთან.
4. გაითვალისწინე რომ თითოეული ბილეთი (QR კოდი) ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ,
5. შოუს დღეს საცობებისგან თავის ასარიდებლად ისარგებლე საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
6. შეამოწმე ამინდის პროგნოზი და ჩაიცვი შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში არ დაგავიწყდეს საწვიმრის წამოღება.
7. გაითვალისწინეთ, ვენიუს ტერიტორიაზე ქეშლესს ( უნაღდო გადახდის) სისტემა მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ",- წერია განცხადებაში.