მამაკაცი 14 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა

2026-06-04 17:33:29

კახეთში 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

"კახეთის ამბების" ინფორმაციით, კაცი მაშინ დააკავეს, როცა ოჯახური კონფლიქტის დროს მან ცოლის კუთვნილი ნივთები დააზიანა და ტანსაცმელი დაწვა.

მისი დაკავების შემდეგ კი გოგონამ განაცხადა, რომ მამა მასზე სექსუალურად 6 წლის განმავლობაში ძალადობდა.

არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საქმეში ჩართული არიან ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს მამაკაცი დაკავებულია ცხელ კვალზე.

გამოძიება დაწყებულია 126 პრიმა,11 პრიმა, 138, 151 და 187-ე მუხლებით, რაც ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, ადევნებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.