2026-06-04 13:12:15
მართვის მოწმობი მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვე-ნახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი. ცვლილების ფარგლებში საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.
ამის შესახებ შსს-ს მომსახურების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
"მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.
საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ",- ნათქვამია განცხადებაშ.