2026-06-04 12:07:17
ავარიის გამო, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა, 14 წლის გოგო დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისში არასრულწლოვნებმა ავტომობილი მისი მესაკუთრის დაუკითხავად წაიყვანეს.
"კვირის პალიტრა" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილით გადაადგილებისას 16 წლის მოზარდი ფანჯრიდან ზედა ტანით იყო გადმოსული, რის შედეგადაც ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტომობილი დაეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია არასრუწლოვანი რომელიც ავტომობილს მართავდა.