რუსთავის სასამართლომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

2026-06-03 17:13:50

რუსთავის საქალაქო სასამართლომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ქალს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ქრისტინე კოპალიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს ბოლნისის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ქალმა 7 წლის შვილს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.