2026-05-31 19:14:52
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, საქართველოს ჩემპიონატი წრიული რბოლის მე-2 ეტაპი გაიმართა.
იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატზე 23 მრბოლელი დარეგისტრირდა, ტექნიკური ხარვეზების გამო მხოლოდ 20 მონაწილეობდა.
ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სანდრო ლომაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ რბოლა ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.
"ძალიან შთაბეჭდავი ღონისძიება გამოგვივიდა, ნახეთ შეიარაღებული ძალების ავიაშოუ, სუპერქარების გამოფენა და ბიჭების რბოლოა რომელიც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.
ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესეთი დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ და რუსთავს ახალი სიცოცხლე შევმატეთ.
გამარჯვებულს არამხოლოდ ფულადი პრიზი არამედ ლიცენზია გადაეცემა რომელიც მისცემს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე",- განაცხადა სანდრო ლომაძემ.
რბოლის შედეგები კი ასე გამოიყურება:
პირველი ადგილი- გიორგი ბეჟიტაშვილი
მეორე ადგილი- შალვა ხახუაშვილი
მესამე ადგილი- ირაკლი კუხიანიძე