2026-05-31 00:00:00
რუსთავში მამაკაცი ხიდიდან გადახტა.
საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდიდან მამაკაცი მდინარე მტკვარში გადახტა.
50 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.