პსჟ-ს გამარჯვებას, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა

2026-05-31 18:33:32

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 750-მდე ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ფრანგული მედია "La Dépêche" ავრცელებს.

პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებსა და პოლიას შორის შეტაკება მოხდა. გამარჯვების აღნიშვნისას მოტოციკლი ბეტონის ჯებირს შეეჯახა და მძღოლი გარდაიცვალა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 780 ადამიანი დააკავეს. 219 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა მძიმედ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საფრანგეთში 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.