2026-05-31 14:43:54
დაახლოებით 14:10 წუთზე რუსთავს სამმა თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომლებმაც ცაზე თეთრი და წითელი კვამლი გაუშვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, მათ აინტერესებდათ, რა თვითმფრინავმა გადაუფრინა ქალაქს. ამავე თემით დაინტერესებული მოქალაქეები იგივე კითხვას სვამენ სოციალური ქსელების ჯგუფებში.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს 3 თვითმფრინავის გადაფრენა ფერადი კვამლით რუსთავის ავტოდრომზე მიმდინარე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპის შოუს ნაწილი იყო.