რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

2026-05-29 18:33:28

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. ახალ ხიდთან ერთმანეთს "ვოლვოს" და "შევროლეტის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა შუახნის მამაკაცი, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.