რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2026-05-29 15:57:55

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში შარტავას გამზირზე ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.