ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

2026-05-28 13:09:12

ახალციხეში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "იმედის" კლინიკურმა დირექტორმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"ჰქონდა სხეულის მიდამოს სხვადასხვა დაზიანება, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და გარდაიცვალა“, - აცხადებს „ინფო რუსთავთან“ კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერი.