საქართველოდან უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე გააძევეს

2026-05-28 11:31:13

საქართველოდან უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ",- ნათქვამია განცხადებაში.