2026-05-27 18:41:40
ახალციხეში უბედური შემთხვევის დროს 70 წლამდე ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "იმედში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.