2026-05-27 15:40:29
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, დაკავების დრის 2 კაცზე ფიზიკურად იძალადა.
ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ ქართლის ამბებმა გაავრცელა.
კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.
სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, მათ შორის უცნობია, რა გახდა ორი პირის დაკავების მიზეზი.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძოება დაიწყო.
"საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.