რუსთაველმა სპორტსმენმა საფრანგეთის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა

2026-05-26 20:03:01

რუსთაველმა სპორტსმენმა საფრანგეთის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

საფრანგეთის თავისუფალი საბრძოლო ხელოვენბის ჩემპიონატზე რუსთაველმა, 14 წლის დავით ასლამაზაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა 54 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და გამართა 4 ბრძოლა.

დავითმა მიმდინარე წელს ჯამში 9 ოფიციალური ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 8 გამარჯვებით დაასრულა.