რუსთავში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

2026-05-24 14:51:33

რუსთავში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული კონფერენციის ფარგლებში ქვემო ქართლის მასშტაბით სტუდენტებს შეხვდა. 

ღონისძიებას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე განიხილეს რუსთაველი ახალგაზრდების ხედვები და მათი განვითარების გზა. 

"ახალგაზრდების მხრიდან აქცენტი იყო გაკეთებული ჯანსაღ ცხოვრების წესზე, იმ ახალ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ახალგაზრდებს ქონდეთ ახალი სპორტული სივრცეები. აქცენტი იყო დასაქმებაზე, შესაძლებლობებზე, არაფორმალურ განათლებაზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათშორის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რადგან მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის ახალი სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რომ სხვადასხვა სერვისების მისაღებად სტუდენტებს გაუადვილდეთ გადაადგილება",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ცოტნე ივანიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვედრაზე კითხვით მიმართა, როგორ ხედავენ ორგანიზაციის ფორმატს სამომავლოდ.

"ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველა შეხვედრას დავესწრო. დღეს დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშრებით, თუ რა ფორმით ხედავდა ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაკანონდა იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით.

დიალოგი არის ლოგიკა, რომლის აზრთა სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე და იბადება ჭეშმარიტება.

მე და ჩემი მეგობრები აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყოველლთვის ვმსჯელობთ და ვუსმენთ ერთმანეთს, მთავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები",- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.