როდის აღდგება ელ. ენერგიის მიწოდება

2026-05-23 19:47:22

ავარიული დაზიანების გამო, ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მეგობრობის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიას.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელექტრო ენერგიის წყვეტა არაგეგმიურია და დენის ქვესადგურში დაკვამლიანება გამო არის შეწყვეტილი. ადგილზე ტარდება აღდგენითი სამუშაოები.

ელ.ენერგია სავარაუდოდ 2-3 საათში აღდგება.