ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

2026-05-21 17:33:39

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ამსახველ კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.