2026-05-21 17:26:13
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება.
ახალი ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზეც.
გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. ცვლილებასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"თეორიულ გამოცდაზე კანდიდანტს 3 შეცდომის დაშვების ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნებათ.
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.
ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ",- ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში.