2026-05-21 17:01:05
მუნიციპალური განვითარების ფონდში რუსთავში, ტყე-ჭალის მიმდებარედ დაგეგმილი მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობის ორი კონცეფცია განიხილეს.
როგორც მგფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტების მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები.
გარდა ამისა, კომპლექსში განთავდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.
ინფორმაციასთან ერთად ფონდმა გაავრცელა ფოტო რენდერი, როგორ შეიძლება იყოს სპორტკომპლექსი მშენებლობის დასრულების შემდეგ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აპრილის დასაწყისში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების
მომსახურების შესასყიდად 4 737 600 ლარის ღირებულების ელ. ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო: "ამხანაგობა ჯი ეი გრუპ (GA Group)", "შპს ტასჰაბი", "შპს ხმალაძე არქიტექტორები". ახლა ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
"ამხანაგობა ჯი ეი გრუპ (GA Group)-ის" დისკვალიფიკაცია მოხდა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
როგორც სხდომის ოქმიდან ხდება ცნობილი, "შპს ტასჰაბი" და "შპს ხმალაძე არქიტექტორები"აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, რის გამოც ეთხოვოთ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ ექსპერტებს/კონსულტანტებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის თარიღიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ ზემოხსენებული პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტირებისათვის განკუთვნილი ობიექტის არქიტექტურული კონცეფციის შეფასება.