ქვემო ქართლში ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენელი დააკავეს

2026-05-21 15:09:16

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში „მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში.“

უწყებაში აცახდებენ, რომ მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომასალა, ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხაც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.