ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2026-05-21 13:19:45

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.