რუსთავში პოლიციამ ბოლო ზარის რამდენიმე ავტომობილი დააჯარიმა

2026-05-20 14:23:54

რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა "ბოლო ზარში" მონაწილე რამდენიმე ავტომობილი 100-100 ლარით დააჯარიმეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დღის განმავლობაში ავტომობილის მძღოლებს სამართალდამცავებმა ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვითა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევის გამო გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის სკოლების ნაწილში კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი აღნიშნეს.