2026-05-19 11:42:55
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.