2026-05-18 13:07:01
რუსთაველმა მრბოლელმა ვანო მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.
მრბოლელმა 2 წუთს 38 წამსა და 3 წამის მეათედში დიდგორის გზაზე 5,5 კილომეტრის გავლა შეძლო.
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.
მე-3 ეტაპი ივნისში იქნება, მე-4 აგვისტოში, ხოლო ფინალური, მე-5 ეტაპი ნოემბერში გაიმართება.