"იმედმა" "მაესტრო" იყიდა და GDS-ის შეძენას აპირებს.

2016-12-27 17:49:42

მედიაჰოლდინგმა „იმედმა” ტელეკომპანია  „მაესტრო“ შეიძინა და GDS-ის შეძენას გეგმავს. საკითხთან დაკავშირებით „იმედმა“ განცხადება გაავრცელა.როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, „მაესტროსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო"  ჰოლდინგ “იმედის“ შემადგენელი ნაწილი გახდება. GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ Georgian Dream Studio მოლაპარაკებების შემდგომაც დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში დარჩება.