მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავში იქნება უფასო

2026-05-17 00:29:31

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს, შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავში იქნება უფასო.

ასევე გასათვალისწინებელია რომ 09:00 საათიდან 14:00 სთ-მდე, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება: ცურტაველის სახ. მოედანზე, კოსტავას სახ. გამზირზე, ფიროსმანის, რუსთაველის და მშენებელთა სახელობის ქუჩებზე.