მამაკაცი ხრამში გარდაცვლილი იპოვეს

2026-05-16 16:46:53

ხულოში 35 წლამდე ასაკის კაცი ხრამში გარდაცვლილი იპოვეს.

"აჭარა თაიმსი" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევამდე ახალგაზრდები ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. მათი ინფორმაციით, ფიზიკური კონფლიქტის შედეგად რამდენიმე ადამიანია ნაცემი. 

ადგილობრივები ვარაუდობენ რომ ახალგაზრდა სახლში დაბრუნების დროს ხრამში გადავარდა.

ზოგი ადგილობრივი ამბობს, რომ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ხრამში გადააგდეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.