რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა "ბოლო ზარისას" ავტომობილით მსვლელობის დროს

2026-05-14 14:53:31

რუსთავის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი რამდენიმე დღეში დაირეკება.

 

"ბოლო ზარის" აღნიშვნისას ხშირად კურსდამთავრებულები ავტომობილის ფანჯრებიდან ზედა ტანით გადმოდიან.

აღნიშნული ქმედება სამართალდარღვევაა რაც იწვევს მძღოლის დაჯარიმებას.

თუ კურსდამთავრებულები მოძრავი ავტომობილის ღია ფანჯრებიდან ნახევრად გადმოსულები იქნებიან, ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით, 127 მუხლით.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან-შვიდას ორმოცდაათ ლარამდე.