როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში 15-16 მაისს

2026-05-14 12:48:39

რუსთავში 15-16 მაისს მოსალოდენლია ნახევრად მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი.

მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი, მინიმალური +13 გრადუსი.

"15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)";- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.