რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა [Video]

2026-05-14 11:47:10

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო 1 დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.