2025-05-13 14:02:01"მასშტაბური პროექტებისთვის ვემზადებით, რომელიც მგფ-ის ჩართულობითა და დაფინანსებით განხორციელდება. დიდი პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძველი რუსთავის აღდგენის ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება, საუბარია 100-მდე კორპუსის როგორც გამაგრება, ასევე რეაბილიტაციაზე.
აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან საპროექტო ეტაპზე, რაც შენობების საპროეტო დოკუმენტაციების შექმნას გულისხმობს. გვაქვს კომუნიკაცია გამაგრებასთან და სხვადასხვა დეტალთან დაკავშირებით. აქტიურ რეჟიმზე ვართ გადასული. მას შემდეგ, რაც რამდენიმე კორპუსის საპროექტო დოკუმენტი იქნება მზად, დაიწყება რეაბილიტაცია. ძველი რუსთავის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე 100-მდე შენობის რეაბილიტაციას მოიცავს. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რუსთავის ისტორიაში მსგავსი არ განხორციელებულა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. თუ არ ვცდები 70 მილიონ ლარზე იყო ტენდერი გამოცხადებული, რომელიც მოიცავს, ასლანიკაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, რაც რუსთაველების დიდი ხნის სურვილი იყო. სკვერი, რომელიც ბათუმის ქუჩას შუაზე ყოფს, ცნობილია ასლანიკაშვილის სკვერის სახელით და როდესაც ამ წვანე სივრცეს მოვაწესრიგებთ, რუსთავში თითქმის აღარ დარჩება მწვანე სივრცე, რომელიც მოუვლელი იქნება. ძალინ მცირე ნაწილი, რომელსაც ქალაქის ბიუჯეტითაც მოვერევით. ასკალნიკაშვილის სკვერის დაპროექტებაც აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც მწვანე სივრცის, ასევე შენობების რეაბილიტაცია.