რუსთავის ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი გაიმართა [Video]

2026-05-10 18:41:16

რუსთავის ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა.

ჩემპიონატში 3 რუსთაველი მონაწილეობდა, მოქმედი ჩემპიონი გიორგი გრიგალაშვილი, ნუკრი სალია და გიორგი ჯავახაძე.

მათ შორის მეოთხედ ფინალში მოხვედრა, მხოლოდ გიორგი გრიგალაშვილმა შეძლო. მრბოლელმა პირველ წრეზე დავით ნუცუბიძე დაამარცხა.

ჩემპიონატის ორგანიზატორმა, გუგა კირვალიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ რუსთაველი სპორტსმენები ძლიერები არიან და კონკურენცია დიდია

"გაიხსნა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ბიჭებიც მეტნაკლებად მზად არიან. პირველი ეტაპი ყოველთვის ქაოტურია ხოლმე რადგან, რაც არ უნდა ბევრი დრო გქონდეს მანქანა ყოველთვის წინა დღეს ფუჭდება. რუსთაველები ძალიან ძლიერები არიან, გრიგალა მოქმედი ჩემპიონია სალია კბილებს ილესავს და ჯავახაძე მაინც ყველაზე მაგარია და ყველაზე მაგრა დადის. ძალიან მაგარი კონკურენნციაა და ვნახოთ ჯავახა და გრიგალა რას იზავენ";- განაცხადა ჩემპიონატის ორგანიზატორმა, გუგა კირვალიძემ.