ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

2026-05-09 12:23:13

ლაგოდეხში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

ქალის საცხოვრებელ სახლთან მისთვის უცნობმა პირმა დაიძახა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. 

ქალს თავისა და მუცლის არეში 2 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. დაჭრილი თავდაპირველად ლაგოდეხის კლინიკაში, მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

"მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დაშავებულის შვილის გამო მივიდა, თუმცა შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცი სახლში არ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი  ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 19-108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.