ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

2026-05-08 23:08:25

ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი ცხენს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული.