2026-05-06 20:21:28
საბერძნეთში პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი და ალბანელი მამაკაცები დააკავეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია "tovima.gr" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიგრიტას ციხეში მოხდა.
4 პატიმარი საკნებიდან გაიქცნენ და 2 პატიმარიც გაათავისუფლეს.
ყველა მათგანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, თავს დაესხა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს და 46 წლის და 43 წლის მსჯავდებული სასიკვდილოდ დაჭრა.
სამართალდამცავებმა დამნაშავეები ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.