2026-05-06 14:38:46
kanye west-ის კონცერტის ბილეთების საყოველთაო გაყიდვა 12 მაისს 12:00 საათზე დაიწყება.
ბილეთის შეძენას Tkt.ge-ზე შეძლებთ.
24 საათით ადრე, 11 მაისს დილის 12:00 საათიდან ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება თიბისის მომხმარებლებისთვის, რომლებიც კონცერტზე დასასწრებ ყველა კატეგორიის ბილეთზე (Star Ring, Orbit, VIP) თიბისი ბანკით გადახდისას 25% ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თიბისი ბანკის განაწლებით გადახდისას 20%-იანს.
1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. ღონისძიებაზე დასასწრებად 6 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ესაჭიროება ბილეთი.
შეგახსენებთ, რომ Kanye West, YE, საქართველოში ლაივშოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში გამართავს.
კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება.