2026-05-03 23:24:52
თურქეთში, დოღანშეჰირის რაიონში, სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მალათიიდან ადიამანის მიმართულებით მიმავალი ქალაქთაშორისო ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
ავტობუსში ჩარჩენილი მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს.
დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.