აკრძალვა საავტომობილო გზაზე

2026-05-01 17:09:34

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.