საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

2026-05-01 11:11:48

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.