მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს

2026-04-30 14:06:29

ხობში, სოფელ ჭალადიდში, მდინარეში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილზე მუშაობდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.