რუსთავში 14 ობიექტი 5000-5000 არით დააჯარიმეს

2026-03-28 16:24:05

გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოები 5000 ლარით დააჯარიმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მფლობელმა განუცხადა, საჯარიმო ქვითარი 14 ობიექტს გამოუწერეს, მიზეზი კი ნარჩენების მართვის გეგმის არარსებობა გახდა.

ავტოსახელოსნოების მფლობელები წუხან, რომ პირველ ეტაპზე მათი გაფრთხილება არ მოხდა და პირდაპირ დააჯარიმეს.

"ავტოსახელოსნოში ავტომობილებს ზეთს რომ ვუცვლით, ძველ ზეთს რომ ჩამოვღვრით ეს არის საშიში ნივთიერება, არსად არ ვღვრით, არაფერს არ ვაბინძურებთ. ვისაც სოფელი აქვს უკან მიაქვს, ზოგს ტრაქტორისთვის უნდა. მეორადი გამოყენებისთვის რეალიზაცია ხდება ძველი ზეთის. დაჯარიმების მიზეზი ნარჩენების მართვის გეგმა არ გვქონია. რომ არსებობს სპეციალური სამსახური, მათი მოვალეობაა, რომ მიგითითონ, არსებობს ასეთი კანონი და დაექვემდებარე. გაგაფრთხილონ, შენ არ გაქვს შესაბამისი საბუთი მოგვარებული და დაჯარიმდები. ამ ყველაფრის გარკვევა დამიჯდა დროდ, ენერგიად და პლუს მომიწია თანხის გადახდა",- გვითხრა ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მფლობელმა.