რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2026-04-24 18:16:22

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის ქუჩაზე, სუფრაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე კაცს ბასრი საგნით სახის არეში დაზიანება მიაყენეს.

დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე დააკავეს ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.