Tbilisi Open Air 2026-ის ლაინაფი ცნობილია

2026-04-22 14:32:40

Tbilisi Open Air 2026-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიების ჰედლაინერები ბრიტანული როკ ბენდი Slowdive, ბელგიური ელექტრონული ჯგუფი Hooverphonic და ბელარუსული პოსტ-პანკ ჯგუფი Molchat Doma იქნებიან. მათ გარდა, მსმენელების წინაშე წარდგებიან: ცნობილი შვედი მუსიკოსი Jay-Jay Johanson, ისრაელელი დიჯეი Ace Ventura, ჩილელი წარმოშობის გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Matias Aguayo და სხვები.

ასევე, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი არტისტები, მათ შორის: Bedford Falls, SKAZZ, Kordz, MokuMoku, Mechanical Rainbow და სხვები.

ფესტივალი 4 და 5 ივლისს ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ადგილზე მოეწყობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფან-ზონა, იქნება ღვინის ფესტივალი და სხვა არაერთი გასართობი სივრცე.

ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.