2026-04-17 13:15:09
რუსთავში 21:00 საათამდე წყლის მიწოდება იზღუდება.
ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი ავრცელებს.
"მეგობრობის გამზირი N 5-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 4/17/2026 13:00 დან 4/17/2026 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მეგობრობის გამზირი N 3, 5, გურამიშვილის N 3, 5, 9, ლერმონტოვის N 4 ,8";- ნათქვამია განცხადებაში.